იარაბეკი:
Aa
Aa

იარაბეკი: "მეორე მატჩში კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ"

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა, "ჩემპიონთა ლიგის" მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველ შეხვედრაში, "ალაშკერტთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს, პრესკონფერენციაზე უპასუხა. 

"ჩემპიონთა ლიგას" კარგი განწყობით შევხვდით. ვეცადეთ სწრაფი გოლი გაგვეტანა, თუმცა არ გამოვიდა... შესვენებაზე კი ბიჭებს უფრო მეტი აქტიურობა მოვთხოვე და ვფიქრობ, მეორე ნახევარში მოვუმატეთ".

"კარგი გუნდი გვყავს და ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი. გოლი არ გავუშვით და ეს მთავარია. მიუხედავად ამისა, დამთავრებული არაფერია და სომხეთში მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს".

"კარგად შემოვიდა მოედანზე ოთარ კიტეიშვილი. მან გუნდს დინამიურობა შემატა, გაცილებით მოვუმატეთ და გოლიც გავიტანეთ".

"უდიდესი პოტენციალი აქვს გიორგი პაპუნაშვილს. ის მატჩში კარგად ჩაერთო და რამდენიმე მომენტიც შეექმნა. დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს".

"მადლობა გულშემატკივრებს, ვისგანაც დღეს უდიდესი მხარდამჭერა ვიგრძენით. "დინამო" სწორედ მათთვის თამაშობს". - დაასრულა იარაბეკმა.

გეტყვით იმასაც, რომ საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, ერევანში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები