რონალდუს ტრავმის სიმძიმე ცნობილია!
Aa
Aa

რონალდუს ტრავმის სიმძიმე ცნობილია!

როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ფეხბურთელს ტრავმა საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა დიმიტრი პაიემ, შეჯახების დროს მიაყენა.

დღეს, რონალდუს ტრავმის სიმძიმესთან დაკავშირებით ინფორმაცია, პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა "Marca"-მ გაავრცელა.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, პორტუგალიელს მარცხენა მუხლის შიდა გვერდითი მყესების გაფართოება აქვს. აღდგენით პროცესს კი დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რონალდუ 9 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერთასს ფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს, რომელშიც მადრიდის "რეალი" "სევილიას" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები