ლუკას სილვამ, გულის პრობლემების გამო, კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ლუკას სილვამ, გულის პრობლემების გამო, კარიერა დაასრულა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მოთამაშემ, ბრაზილიელმა, ლუკას სილვამ, საფეხბურთო კარიერა, იძულებით დაასრულა.

ფეხბურთელი, იჯარის წესით ლისაბონის "სპორტინგში" გადადიოდა და როცა სამედიცინო შემოწმება გაიარა, გულზე სერიოზული პრობლემები დაუდგინდა. 

როგორც ირკვევა, სილვას გაუმართლა, რომ მისი მდგომარებიდან გამომდინარე, აქტიური საფეხბურთო კარიერისას, კიდევ უფრო დიდი უსიამოვნებები არ შეემთხვა და დღეს ეს კაცი ცოცხალია...

1993 წელს დაბადებულმა, სილვამ, საფეხბურთო მოღვაწეობა, "კრუზეიროში" დაიწყო, სადაც 2012-2015 წლებში თამაშობდა, 2015 წლიდან კი, ის "რეალის" საკუთრება გახლდათ და გასული სეზონი, განათხოვრების წესით, "მარსელში" გაატარა. 

ბრაზილიელმა კარიერის დასრულების შესახებ, ოფიციალურად, გუშინ საღამოს გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები