რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი"!

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, "ევრო 2016"-ის ფინალური მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.

"ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. კონტინენტის პირველობის მოგება, დიდებული მიღწევა იქნებოდა. მე მჯერა ამის გაკეთება შეგვიძლია და ვიცი, რომ ევროპის პატარა ქვეყანა, პორტუგალია, იმედით ცოცხლობს".

"მეტოქედ უძლიერესი ოპონენტი გვყავს, თუმცა ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ორივე გუნდს რთული მატჩი ელის, თითოეულ მცირე შეცდომასაც, უდიდესი მნიშვნელობა ექნება". - დასძინა რონალდუმ. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები