Aa
Aa

"ევრო 2016"-ის ფინალს, მარკ კლატენბურგი იმსაჯებს

"უეფას" სამსაჯო კომიტეტმა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის არბიტრად, ინგლისელი მარკ კლატენბურგი დაასახელა. 

41 წლის ბრიტანელმა წლევანდელ სეზონში "ჩემპიონთა ლიგისა" და FA CUP-ის ფინალები იმსაჯა. ამ კუთხით საინტერესოა, რომ კლატენბურგი, პორტუგალიელი პედრო პროენსას შემდეგ, პირველი რეფერია, რომელიც ერთ სეზონში ორი დიდი ევროპული ტურნირის, "ჩემპიონთა ლიგისა" და ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩებს იმსაჯებს. პროენსა აღნიშნული ტურნირების ფინალებს 2012 წელს გაუძღვა. 

გეტყვით იმასაც, რომ კლატენბურგს აქამდე 2012 წლის ოლიმპიადის ფინალი და 2014 წლის "უეფას" სუპერთასის შეხვედრები განუსჯია.

აღსანიშნავია, რომ პირველი ორი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი თამაშის მსაჯებიც ინგლისელები იყვნენ. 1960 წელს არტურ ელისი, ხოლო 1964-ში არტურ ჰოლანდი.

"ევრო 2016"-ის ფინალი, 10 ივლისს, 23 საათზე, პარიზში, "სტად დე ფრანსზე" შედგება. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები