L’Equipe:
Aa
Aa

L’Equipe: "მანჩესტერი" და მატუიდი რეალურია

უძველესი ფრანგული სპორტული ჟურნალის L’Equipe-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ბლეზ მატუიდის ტრანსფერთან საკმაოდ ახლოსაა. 

"მანკუნიანელები" ფრანგ ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს, გრეგორც კრიხოვიაკის "პსჟ"-ში გადასვლამდეც აწარმოებდნენ და აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, ბუნებრივია, მატუიდის პრემიერ ლიგაში გადაბარგება გაცილებით რეალური გახდა.

ამჟამად მოლაპარაკებებს ხელს ევროპის ჩემპიონატი უშლის, რომლის დასრულების შემდეგაც, დიდი ალბათობით, 29 წლის ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას ბეჭედი დაესმება. 

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ერიკ ბაილი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიხ მხითარიანი უკვე გაიფორმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები