Aa
Aa

"ატლეტიკო" ობამეიანგის სანაცვლოდ რეკორდულ თანხას იხდის!

მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა, დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას "DerWesternSport"-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მადრიდელები მზად არიან, რომ გერმანულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზონ. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კი, ობამეიანგი "ატლეტიკოს" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, სიმეონეს საკუთარ გუნდში დიეგო კოშტას დაბრუნება სურდა, თუმცა ლონდონის "ჩელსიმ" თავდამსხმელის გაყიდვაზე უარი განაცხადა. ობამეიანგის კანდიდატურა კი სწორედ ამის შემდეგ გახდა აქტუალური.

მართალია "დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, იოაჰიმ ვაცკემ განაცხადა, რომ კლუბი ობამეიანგის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა 60 მილიონიანმა შეთავაზებამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები