ტერ შტეგენი: „ბარსელონაში“ გადასვლას არ ვნანობ
Aa
Aa

ტერ შტეგენი: „ბარსელონაში“ გადასვლას არ ვნანობ

„ბარსელონას“ გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლა მისი განვითარებისთვის აუცილებელი იყო და ის ამ ნაბიჯის გადადგმას არ ნანობს.

 

„ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მე მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და ამას არ ვნანობ. სამომავლოდ კი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ“ - განაცხადა ტერ შტეგენმა

 

შეგახსენებთ, რომ გერმანელი მეკარე მონაწილეობას მხოლოდ ესპანეთის თასისა და „ჩემპიონთა ლიგის“ გათამაშებაში იღებს. ესპანეთის ჩემპიონატში კი „ბარსელონას“ კარს კლაუდიო ბრავო იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები