დორტმუნდის
Aa
Aa

დორტმუნდის "ბორუსიას" "ნაპოლის" ლიდერის შეძენა სურს

სლოვაკეთის ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი, მარეკ ჰამშიკი დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild"-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა იტალიელებს 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე მიმართეს, თუმცა ჰამშიკის ფასი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, ხოლო უფრო ზუსტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჰამშიკმა "ნაპოლის" მაისურით 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 6 გოლისა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები