სმოლინგი სიკვდილს გადაურჩა
Aa
Aa

სმოლინგი სიკვდილს გადაურჩა

მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრები ისლანდიის წინააღმდეგ ევრო 2016-ზე მერვედფინალში სენსაციურად დამარცხდა, კრის სმოლინგმა სამ-კვირიანი შვებულება აიღო და საკუთარ მეუღლესთან ერთად ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაემგზავრა.

ფეხბურთლს ევრო 2016-ის მსგავსად, ვერც დასვენება გამოუვიდა იდეალური. გუშინ ის ადგილობრივი საკვებით ისე მოიწამლა, რომ გონება დაკარგა, დავარდა და თავი დაარტყა, რის გამოც მისთვის წარბზე სამი ნაკერის დადება მოუწიათ.

ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი სერფინგით ერთობოდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები