La Gazzetta dello Sport: პოგბას მომავალი კლუბი, 90%-ით გარკვეულია!
Aa
Aa

La Gazzetta dello Sport: პოგბას მომავალი კლუბი, 90%-ით გარკვეულია!

პოპულარული და რეიტინგული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, პოლ პოგბას შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

წყარომ კულუარებში შეიტყო, რომ "იუვესა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები ერთობ სერიოზულ სტადიაშია და არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ფრანგმა ნახევარმცველმა კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს.  

არსებული ცნობით, "მანკუნიანელები" პოგბას სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს იხდიან. ეს თანხა კი პოგბას მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცევს. 

ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. იმევა La Gazzetta dello Sport-ის თქმით, ყველაფერს ნათელი უახლეს ხანში მოეფინება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები