ბენიტესმა შესაძლოა „მანჩესტერ სიტი“ ჩაიბაროს
Aa
Aa

ბენიტესმა შესაძლოა „მანჩესტერ სიტი“ ჩაიბაროს

ბრიტანული გამოცემა „The Mirror“-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა დროებით „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ჩაიბაროს.

 

აღნიშნული წყარო იტყობინება, რომ მანუელ პელეგრინის მანჩესტერული გუნდი, დაკავებული პოსტიდან უახლოეს დღეებში დაითხოვს. თავის მხრივ რაფაელ ბენიტესმა „ნაპოლის“ პრეზიდენტს მისი განთავისუფლების შესახებ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა და დიდი ალბათობით ესპანელი სპეციალისტი ნეაპოლური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ძალიან მალე დატოვებს. მიუხედავად ამისა რთული სათქმელია მიიღებს თუ არა ბენიტესი „სიტის“ წინადადებას, რადგან „ქალაქელები“ მას მხოლოდ ერთ წლიან კონტრაქტს სთავაზობენ. მანჩესტერელების მთავარი მიზანი კი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი, ხოსეპ გუარდიოლაა.

 

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესს „პრემიერლიგაში“ მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იტალიაში გადასვლამდე, ესპანელი სპეციალისტი „ლივერპულსა“ და ლონდონის „ჩელსის“ ედგა სათავეში და მათთან ერთად არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები