Aa
Aa

"მილანი" ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს შეიძენს?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ახალი მწრვთნელი, ვინჩენცო მონტელა მაღალი დონის ნახევარმცველს ითხოვს, რომელზეც გუნდის შუა ხაზი აეწყობა. როგორც "Football Italia" იუწყება, "როსონერი" შესაძლოა აქსელ ვიტსელის კანდიდატურას დაუბრუნდეს.

როგორც მოგეხსენებათ, ბელგიელი ნახევარმცველის შეძენა "მილანს" ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, თუმცა მაშინ გალიანი ვიტსელის ფასმა შეაშინა. ამჯერად კი, გუნდში განსხვავებული სიტუაციაა და ჩინელი მფლობელების მიერ გამოყოფილი თანხებით, კლუბს 20 მილიონის გადახდა ნამდვილად შეუძლია.

ვიტსელის შეძენით "მილანის" გარდა, არაერთი გუნდი ინტერესდება. მათ შორის ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსი" აქტიურობს, თუმცა მას შემდეგ, რაც "როსონერი" ოფიციალურად გადავა ჩინელების ხელში, ბელგიელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ლომბარდიულ გრანდსაც რიგიანი შანსი ექნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები