Canal +: ის
Aa
Aa

Canal +: ის "ბარსელონას" ფეხბურთელია!

საინტერესო ამბავი გააჟღერა ფრანგულმა ტელეარხმა Canal +-მა, რომლის თქმითაც, მას შემდეგ, რაც "ლიონმა" "მარსელიდან" ნიკოლას ნკულუ შეიძინა, "ბარსას" დიდი ხნის სამიზნის, სამუელ უმიტიტის "ნოუ კამპზე" გადასვლას, ხელს აღარაფერი შეუშლის.

ნკულუს ტრანსფერი დღეს "ლიონის" პრეზიდენტმა "ჟან-მიშელ ოლამ დაადასტურა. Canal + კი ესპანურ El Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავად ოლა "ბარსას" შეფებს უკვე გაურიგდა და უმიტიტის ტრანსფერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ცნობილია ფასიც, რომელსაც კატალონიელები გადაიხდიან - 32 მილიონი ევრო.

ის კი არა, "ვიკიპედიაში" უმიტიტის ამჟამინდელ კლუბად უკვე "ბარსელონა" უწერია. შესაბამისად, 22 წლის უნივერსალი მცველი "ბლაუგრანას" 2016-2017 წლების სეზონის პირველი შენაძენია. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები