შუკერი: „რეალის“ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ
Aa
Aa

შუკერი: „რეალის“ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი, დავორ შუკერი პრესას დღევანდელი მეოთხედფინალური მატჩის შესახებ გაესაუბრა, სადაც მისი ყოფილი გუნდი „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. შუკერი დარწმუნებულია, რომ „სამეფო გუნდი“ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებას მოიპოვებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

 

„უკანასკნელ თამაშებში „ატლეტიკომ“ „რეალს“ აშკარად აჯობა, თუმცა დღეს საღამოს ეს კარლო ანჩელოტის გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ჩემი ყოფილი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში მადრიდის „რეალი“ წელსაც ვიხილო“ - განაცხადა დავორ შუკერმა

 

 

„ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის დაპირისპირება დღეს 22:45 წუთზე დაიწყება, ხოლო განმეორებითი მატჩი 22 აპრილს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები