ამჯერად 42 მილიონი - მოურინიოს მორიგი ტრანსფერი
Aa
Aa

ამჯერად 42 მილიონი - მოურინიოს მორიგი ტრანსფერი "მანჩესტერში"...

გერმანული გამოცემის Bild-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედსა" დორტმუნდის "ბორუსიას" შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჰენრიხ მხითარიანი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე გააგრძელებს. 

"მანკუნიანელები" ფეხბურთელში 42 მილიონ ევროს გადაიხდიან, ტრანსფერი კი ოფიციალურად შემდეგ კვირას დადასტურდება. 

მხითარიანს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურებოდა. იგი "სიგნალ იდუნა პარკზე" 2013 წელს დონეცკის "შახტარიდან" გადავიდა და დორტმუნდელთა მაისურით 88 შეხვედრაში 23 გოლი შეაგდო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები