ოფიციალურად: მონტელა
Aa
Aa

ოფიციალურად: მონტელა "მილანის" მწვრთნელია!

იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "მილანსა" და გენუის "სამპდორიას" შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და "როსონერის" ამიერიდან ვინჩენცო მონტელა გაწვრთნის. 

"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ვინჩენცო მონტელა ჩვენი კლუბის ახალი მწვრთნელია! მასთან 2 წლიან ხელშეკრულებას ხელი 1 ივლისს მოეწერება. ასევე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ კრისტიან ბროკის გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო წარმატებები ვუსურვოთ". - ვკითხულობთ საფეხბურთო კლუბ "მილანის" ოფიციალურ განცხადებაში.

მონტელას აქამდე "კატანიაში", "ფიორენტინასა" და "სამპდორიაში" უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები