მონტელა:
Aa
Aa

მონტელა: "მილანის" მთავარი მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატი?

როგორც პოპულარული იტალიელი ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი იუწყება, "მილანი" მოლაპარაკებებს გენუის "სამპდორიას" მთავარ მწვრთნელ, ვინჩენცო მონტელასთან აწარმოებს.

გუნდის ამჟამინდელმა მწვრთნელმა, კრისტიან ბროკიმ საკუთარი პოსტი გუშინ დატოვა, თუმცა "როსონერის" ხელმძღვანელები მის შემცვლელს უკვე დიდი ხანია რაც ეძებენ. მილანელთა სიაში უნაი ემერი და მანუელ პელეგრინი იყვნენ, თუმცა მათთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და გუნდი მონტელას კანდიდატურაზე გადაერთო.

აღსანიშნავია, რომ ვინჩენცოს კანდიდატურას მხარს როგორც სილვიო ბერლუსკონი, ასევე ჩინური "კონსორციუმი" უჭერს(შეგახსენებთ, რომ "მილანს" უახლოეს დღეებში ჩინელ მილიარდერთა ჯგუფი შეიძენს). ასე, რომ დიდი ალბათობით, "როსონერის" მომდევნო სეზონიდან სწორედ ვინჩენცო მონტელა ედგება სათავეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები