Aa
Aa

"ნაპოლიმ" ლონდონის "ჩელსი" უარით გაისტუმრა

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ევროპის წამყვანი გრანდების მხრიდან ყურადღებაც მიიქცია.

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ნეაპოლურ კლუბს, ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით ლონდონის "ჩელსიმ" მიმართა. "არისტოკრატების" ხელმძღვანელები მზად იყვნენ, რომ კულიბალის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა იტალიელებს აღნიშნული თანხა ეცოტავათ და ლონდონელები უარით გაისტუმრეს.

შეგახსენებთ, რომ კულიბალის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. 25 წლის მცველმა, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, თუმცა გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით თავი არცერთხელ არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები