რა ბედი ეწევა
Aa
Aa

რა ბედი ეწევა "ბორუსიას"? გერმანულ კლუბს კიდევ ერთი ლიდერი ტოვებს

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას შემტევით, ჰენრიხ მხითარიანის შეძენით უკვე დიდი ხანია რაც ინტერესდება. "მანკუნიანელებმა" გასულ კვირას გერმანულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროც შესთავაზეს, თუმცა "ბორუსიას" ხელმძღვანელობას, აღნიშნული თანხა ეცოტავა და მხითარიანის გაშვება არ ისურვა.

"Daily Mail"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ "მანჩესტერმა" მხითარიანის ტრანსფერის თაობაზე "დორტმუნდს" ახალი, ბევრად უფრო სარფიანი წინადადება შესთავაზა. ინგლისური მხარე მზად არის, რომ სომეხი ფეხბურთელის სანაცვლოდ 34 მილიონ ევროს შეელიოს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტრანსფერი მაინც შედგება, რადგან თავად მხითარიანს "მანჩესტერში" ასპარეზობის ძალიან დიდი სურვილი აქვს და ამჟამინდელ კლუბს, მისი ინგლისურ გრანდში გაშვება მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები