შკრტელი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა...
Aa
Aa

შკრტელი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა...

ინგლისური "ლივერპულის" სლოვაკი მცველი მარტინ შკრტელი, დიდი ალბათობით, კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. 

ბრიტანული გამოცემების ცნობით, შკრტელის აგენტმა კაროლ შონტომ დაადასტურა, რომ მისი კლიენტის სამსახურით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, თუმცა ისიც დაამატა, რომ სლოვაკი მცველი უპირატესობას "ინტერის" ვარიანტს" ანიჭებს. 

როგორც იწერება, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც შკრტელი "ევრო 2016"-ზე ასპარეზობას დაასრულებს. იმავე ბრიტანული გამოცემების ვარაუდით, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ფეხბურთელსა და "ნერაძურის" შორის შეთანხმების მიღწევა დიდ პრობლემად არ უნდა იქცეს. 

სლოვაკეთის ნაკრების კაპიტნის საკუთარ რიგებში ხილვა პრემიერ ლიგაში აღზევებულ "მიდლსბროს" და თურქულ გრანდებს "ბეშიქთაშსა" და "ფენერბაჰჩეს"სურთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები