Aa
Aa

"სიტის" ობამეიანგის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს!

დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი დიდი ალბათობით კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

"Sky Sports"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე, "ბორუსიასთან" მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და არც თუ ისე უშედეგოდ.

აღსანიშნავია გაბონის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჟორჟე კოშტას განცხადებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ობამეიანგი კლუბის შეცვლის პროცესშია. მართალია მოგვიანებით თავად ფეხბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო, თუმცა როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში, თავდამსხმელი გუარდიოლას განკარგულებაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგი "დორტმუნდში 2013 წელს, "სენტ-ეტიენიდან" გადავიდა. მას შემდეგ გაბონელმა თავდამსხმელმა "ბორუსიას" მაისურით 143 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 80 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები