დორტმუნდმა თურქი ტალანტი შეიძინა
Aa
Aa

დორტმუნდმა თურქი ტალანტი შეიძინა

"დორტმუნდმა" დანიური "ნორდსიელანდიდან" 18 წლის უნიჭიერესი თურქი შემტევი ემრე მორი შეიძინა, რომელმაც კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

"ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ისეთი დიდი ოჯახის წევრი, როგორიც "დორტმუნდია" - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი! მოუთმენლად ველი პირველ ვარჯიშს, შეხვედრას თანაგუნდელებთან და ფანებთან. უღრმესი მადლობა "ნორდსიელანდს" და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდში მედგა". - დაწერა მორიმ "ინსტაგრამზე".

მორი დანიაშია დაბადებული, თუმცა სათამაშოდ მაინც ისტორიული სამშობლო აირჩია და ასაკობრივი ნაკრებების მოვლის შემდეგ უკვე თურქეთის უპირველეს გუნდშიც მოხვდა, თანაც იგი ფათიჰ თერიმმა მოახლოებული "ევრო 2016"-ის 23 კაციან სიაშიც შეიყვანა. 

შეგახსენებთ, რომ ეს გერმანული კლუბის რიგით მე-5 ტრანსფერია. აქამდე "სიგნალ იდუნა პარკზე" მარკ ბარტრა, სებასტიან როდე, უსმან დემბელე და მიკელ მერინო გადაბარგდნენ. 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები