იგუაინი
Aa
Aa

იგუაინი "ლივერპულში? კლოპი მის თამაშს დაესწრო...

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო. გერმანელი სპეციალისტი "ლევაის არენაზე" გონსალო იგუაინის ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა დეივ ო'კონელმა გაავრცელა.

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" გონსალო იგუაინის შეძენით არის დაინტერესებული. აღნიშნულმა ფაქტმა კი აჩვენა, რომ მიუხედავად ფეხბურთლის წარმოუდგენლად მაღალი სატრანსფერო ღირებულებისა(94 მილიონი ევრო), "მერსისაიდელები" საქმეს მაინც სერიოზულად ეკიდებიან.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონში იგუაინმა 36 გოლი გაიტანა, რითიც "სერია ა"-ს ყველა დროი რეკორდი დაამყარა. აქამდე ყველაზე მეტი გოლი "მილანის" თავდამსხმელს, გუნარ ნორდალს ჰქონდა გატანილი, რომელმაც 66 წლის წინ იტალიის ჩემპიონატში 35 ბურთის გატანა შეძლო.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები