„ნაპოლი“ და „სამპდორია“ ხესეთი ინტერესდებიან
Aa
Aa

„ნაპოლი“ და „სამპდორია“ ხესეთი ინტერესდებიან

როგორც „Sport Mediaset“-ი იტყობინება, მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა შემტევი, ხესე როდრიგესი ორი იტალიური კლუბის, „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ ინტერესების სფეროში მოექცა.

 

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი სამომავლოდ ახალგაზრდა ტალანტზე იმედებს აღარ ამყარებს. ფეხბურთელს კი მსურველები არ აკლია. ამ მომენტში, ყველაზე მეტად ორი იტალიური კლუბი, „ნაპოლი“ და „სამპდორია“ აქტიურობენ, რომლებსაც ესპანელის არენდით აყვანა სურთ.

 

შეგახსენებთ, რომ ხესე როდრიგესი რვა თვის განმავლობაში მუხლის უმძიმეს ტრავმას მკურნალობდა. მისი მოედანზე დაბრუნება კი „სამეფო თასის“ მეთექვსმეტედ-ფინალში მოხდა. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ხესემ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები