Aa
Aa

"ბარსელონა" "რომას" ერთ-ერთი ლიდერის დამატებასთან საკმაოდ ახლოსაა

იტალიური "რომას" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "La Gazzetta dello Sport"-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "ბარსელონას" ხელმძღვანელები მზად არიან, პიანიჩის სანაცვლოდ "რომას" მიერ მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ. უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ბოსნიელი ნახევარმცველის სანტრანსფერო ფასი ამ მომენტში 38 მილიონ ევროს შეადგენს. კონტრაქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კატალონიური კლუბი აღნიშნულ თანხას გადაიხდის, "რომას" ტრანსფერის დაბლოკვის არანაირი უფლება არ ექნება. ამჟამად კი, "ბარსელონას" წარმომადგენლები მოლაპარაკებებს პიანიჩის აგენტთან, პირადი კონტრაქტის თაობაზე აწარმოებენ.

გასულ სეზონში პიანიჩმა "რომას" მაისურით 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 12 გოლისა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები