Aa
Aa

"დორტმუნდმა" ჰუმელსის შემცვლელს მიაგნო

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Kicker" იუწყება, დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, ტომაშ ტუხელი "ბარსელონას" ცენტრალური მცველით, მარკ ბარტრას შეძენით ინტერესდება.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დორტმუნდის" სამწვრთნელო შტაბში თვლიან, რომ ბარტრას, მატს ჰუმელსის ღირსეულად შეცვლა შეუძლია, რომელმაც კლუბი მიმდინარე ზაფხულს დატოვა. "ბორუსიას" ხელმძღვანელები მზად არიან, რომ ფეხბურთლის სანაცვლოდ, კატალონიურ კლუბს 16 მილიონი ევრო შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდს", "ლევერკუზენის" მცველის ომერ ტოპრაკის შეძენა სურდა, თუმცა "ბაიერის" ხელმძღვანელობამ საკუთარი მცველის გაყიდვაზე უარი განაცხადა. "ბორუსიას" შემდეგი არჩევანი კი, როგორც ჩანს მარკ ბარტრაა. თუმცა რამდენად შეუძლია კატალონიელ მცველს მატს ჰუმელსის შეცვლა, ეს ცალკე საკითხავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები