სად წავა იბრა? მარსიალს მის გვერდით თამაში სურს
Aa
Aa

სად წავა იბრა? მარსიალს მის გვერდით თამაში სურს

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტონი მარსიალმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბოლო დროს "მანჩესტერ იუნაიტედს" საკმაოდ ხშირად უკავშირებენ.

"ზლატანის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლით უზომოდ მოხარული ვიქნები. იგი უდიდესი თავდამსხმელია და მისი გამოცდილება ჩვენ ძალიან გამოგვადგებოდა. იმედია ის არჩევანს ჩვენს სასარგებლოდ გააკეთებს" - განაცხადა მარსიალმა.

როგორც მოგეხსენებათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მისი დამატებით კი, ყველაზე მეტად "მილანი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი. საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 38 გოლისა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები