Aa
Aa

"სიტი" "ბილბაოს" ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდის!

"Cadena Ser"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა მზადაა, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" მცველის, ემერიკ ლაპორტის სანაცვლოდ 39 მილიონი გერვანქა სტერლინგი(50 მილიონი ევრო) გადაიხადოს. ბასკურმა გუნდმა საკუთარი ლიდერის სარფიან ფასად გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა და დიდი ალბათობით, ტრანსფერი იმ დროს განხორციელდება, როდესაც ფრანგი მცველი ტრავმას მოიშუშებს.

შეგახსენებთ, რომ ლაპორტიმ დაზიანება მარტის ბოლოს მიიღო და ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღად კი, ივლისის შუა რიცხვები სახელდება.

ახალგაზრდა მცველის დამატების იდეა პეპ გუარდიოლას ეკუთვნის, რომელიც ლაპორტის თამაშით საკმაოდ მოხიბლულია. კატალონიელ სპეციალისტს მანჩესტერული გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამისთვის იდეალურ კანდიდატად სწორედ ემერიკ ლაპორტი მიაჩნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები