ობამეიანგი "ბუნდესლიგის" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ, დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას, ინტერნეტ-გამოცემა "Sport1" ავრცელებს.
ობამეინაგმა საერთო ხმების 19.7 პროცენტი მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მან მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის მცირედით აჯობა, რომელმაც ხმათა 19.5 პროცენტი მიიღო. მესამე ადგილი კი 12.6% ხმით, ობამეიანგის თანაგუნდელმა, ჰენრიხ მხითარიანმა დაიკავა.
გასულ სეზონში ობამეიანგმა "ბუნდესლიგის" 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 25 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ლევანდოვსკის ანგარიშზე კი, 32 მატჩში 30 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.