ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "სიტიმ" გვარდიოლას თხოვნით პირველი ტრანსფერი განახორციელა!

"მანჩესტერ სიტიმ" პეპ გვარდიოლას თავოსნობით პირველი ტრანსფერი გააოფიციალურა. 

"დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ილქაი გიუნდოგანმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ტრანსფერი დაადასტურა. დღეს დილით კი ბრიტანულ პრესაში გაჩნდა კომენტარი, რომელიც გერმანელმა "სიტის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას გააკეთა:

"ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია, თქვენს გუნდში გადმოსვლით უზომოდ გახარებული ვარ. როცა "სიტის" ინტერესის შესახებ გავიგე, გულმა მიგრძნო, რომ ეს ის იყო რაც მჭირდებოდა. ასე რომ, ბევრი არ მიფიქრია და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა". 

"ისეთ სპეციალისტთან მუშაობა, როგორიც გვარდიოლაა, უდიდესი გამოწვევაა. სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. კლუბის ფანებს კი ვპირდები, რომ მათი საყვარელი გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ჩვენ ერთად ვეცდებით პრემიერ ლიგის, "ჩემპიონთა ლიგისა" და სხვა ტურნირების მოგებას. მზად ვარ, კარიერაში ახალი ფურცელი გადავშალო". 

"არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო "დორტმუნდს", რომელთან ერთადაც 5 დაუვიწყარი სეზონი გავატარე. მადლობა გუნდის თითოეულ წევრსა და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს'. - განაცახადა 25 წლის გიუნდოგანმა, რომელიც "ბორუსიაში" 2011 წლიდან თამაშობდა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები