ლუის ენრიკე: „პარი სენ ჟერმენი“ ძალიან სახიფათო მეტოქეა
Aa
Aa

ლუის ენრიკე: „პარი სენ ჟერმენი“ ძალიან სახიფათო მეტოქეა

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა. სადაც მიდი გუნდი ფრანგულ „პსჟ“-ს დაუპირისპირდება.

"პსჟ" ძალიან სახიფათო და ღირსეული მოწინააღმდეგეა. ჩვენ ამ გუნდს უდიდესი პატივისცემით ვეკიდებით. ლორან ბლანის შეგირდებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს წინააღმდეგ როგორც წაგების, ასევე მოგების გამოცდილებაც აქვთ. ხოლო მას შემდეგ, რაც პარიზელებმა მერვედფინალური ეტაპიდან ლონდონის "ჩელსი" გამოთიშეს, ჩემპიონთა ლიგის მოგების სერიოზული პრეტენდენტები გახდნენ. იბრაჰიმოვიჩისა და ვერატის არყოფნა ჩვენთვის უდიდესი პლიუსია, თუმცა მეტოქეს სხვა სახიფათო მოთამაშეებიც საკმაოდ მრავლად ჰყავს. საპასუხო თამაშის საკუთარ კედლებში ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭიროა, რომ პარიზში კარგი შედეგი დავაფიქსიროთ და ნახევარფინალის საგზური საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ მოვიპოვოთ" - განაცხადა ლუის ენრიკემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები