რეგისტრაცია
"ინტერმა" მორიგი სატრანსფერო "გასროლა" განახორციელა

ამ წუთებში მილანის "ინტერის" ოფიციალურმა საიტმა, "ფენერბახჩედან" ჯანერ ერკინის დამატების შესახებ გამოაცხადა. თურქი მცველი "ნერიაძურის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და 1 ივლისს, კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

უფრო კონკრეტულ ინფორმაციას "ინტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი არ ასაჯაროებს, თუმცა თურქულ პრესას თუ დავუჯერებთ, ერკინი ახალ კლუბში ანაზღაურების სახით, წელიწადში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

თურქეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ერკინმა მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ჩემპიონთა ლიგა
სერია-ა
ლიგა 1
ევროპის ლიგა
მსოფლიო ჩემპიონატი