მატას მომდევნო კლუბი ცნობილია?
Aa
Aa

მატას მომდევნო კლუბი ცნობილია?

ჟოზე მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა არაერთმა მოთამაშემ დატოვოს. პირველი კანდიდატი კი, დიდი ალბათობით ხუან მატა იქნება, რომელსაც პორტუგალიელ სპეციალისტთან არც თუ კარგი დამოკიდებულება აქვს.

"El Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. "მანკუნიანელები" ზაფხულში მატას სარფიანად გასხვისებას ეცდებიან. მსურველთა რიცხვი კი ცოტა ნამდვილად არ არის.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, თავად მოთამაშეს სამშობლოში დაბრუნება სურს. "პრიმერადან" კი, მატასადმი ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის "ბარსელონა" იჩენს, რომელსაც ფეხბურთელის შეძენა გასულ წელსაც სურდა, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამჯერად კი, მატას გაფორმება კატალონიური კლუბისთვის რთული ნამდვილად არ იქნება და დიდი ალბათობით, აღნიშნული ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები