Aa
Aa

"მილანმა" გამოცდილი მცველის შეძენა გადაწყვიტა!

იტალიური სპორტული გამოცემის Tuttosport-ის ინფორმაციით, "მილანი" "ლივერპულის" ყოფილი მცველის, ამჟამად კი "ბრონდბიუში" მოასპარეზე დანიელ აგერის შეძენას შეეცდება. 

დანიელი მცველი ალექსის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც გუნდის ქომაგებს უკვე დაემშვიდობა და წასვლაზეც განცხადება ოფიციალურად გააკეთა.

31 წლის აგერი ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება, "როსონერის" შეფების მიდრეკილება კი ამ სტატუსისადმი ყველას კარგად მოეხსენება.

აგერს კარიერის მანძილზე სულ 2 კლუბში აქვს ნათამაშები, იგი "ლივეროულში" 2006-2014 წლებში თამაშობდა და ამის შემდეგ კვლავ "ბრონდბიუში" დაბრუნდა, სადაც 2004 წელს პროფესიული კარიერა დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები