football-italia:
Aa
Aa

football-italia: "რომა" "რეალის" ფეხბურთელით ინტერესდება...

იტალიური "რომა" მადრიდის "რეალთან" მისი ერთ-ერთი ფეხბურთელის ტრანსფერზე ლაპარაკობს. 

ლუჩიანო სპალეტის გუნდმა სერია A-ში მე-3 ადგილი დაიკავა და როგორვ ირკვევა, "ჯალოროსის" თავკაცს მეტის მისაღწევად შეტევის გაძლიერება სჭირდება. 

ამ საქმისთვის კი სპალეტიმ ხესე როდრიგესი შეიგულა, რომლის სანაცვლოდაც იტალიელები 25 მილიონ ევროს იხდიან. 

La Repubblica-ს ცნობით, რომაელთა სპორტულმა დირექტორმა მადრიდელებთან შეხვედრა უკვე გამართა, რომლის შედეგადაც გაარკვია, რომ 23 წლის ხესეს ტრანსფერს პერსპექტივა აქვს და უახლოეს ხანში "რომა" "რეალს" ოფიციალურ შეთავაზებასაც გაუკეთებს. 

ხესემ "ლა ლიგის" დასრულებულ სეზონში 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები