ბეილი: ფინალში მორიგ გოლზე ვოცნებობ!
Aa
Aa

ბეილი: ფინალში მორიგ გოლზე ვოცნებობ!

მადრიდის "რეალის" უელსელმა შემტევმა გარეტ ბეილმა, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალამდე 2 დღით ადრე სპორტულ გამოცემა marca-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა. 

"მთელი გუნდი მონდომებულია და ფინალურ შეხვედრას მოუთმენლად ელის. გვაქვს შანსი, "ჩემპიონთა ლიგა" კიდევ ერთხელ მოვიგოთ. ეს შთამბეჭდავი მიღწევა იქნება, ბოლო 3 სეზონში მეორე ტრიუმფი ასეთ მასშტაბურ ტურნირზე"...

"ერთხელ უკვე გამოვცადე რა გრძნობაა ამ ტურნირის ფინალში გოლის გატანა და დიდი სურვილი მაქვს ეს შეგრძნება შაბათსაც დამეუფლოს".

"ზიდანთან მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. ის თითოეულ დეტალს ყურადღებას აქცევს და ნაკლოვანებებზე მიგვითითებს, რაც ფეხბურთელის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. ის უდიდესი პროფესიონალი, ამავე დროს ძალიან კომფორტული ადამიანია". - განუცხადა ბეილმა marca-ს რეპორტიორს. 

შეგახსენებთ, რომ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი მილანში "სან სიროზე" შაბათს 28 მაისს 22:45 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები