ბეილმა მასსა და რონალდუს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა
Aa
Aa

ბეილმა მასსა და რონალდუს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში საკმაოდ ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ გარეტ ბეილსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა. მათი აზრით, პორტუგალიელი ვარსკვლავი, ბეილს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში ხელს უშლის და სწორედ ამიტომ, უელსელიც რონალდუს ჩრდილქვეშ არის მოქცეული. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი თავად უელსელმა შემტევმაც გააკეთა, რომელმაც ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უარყო და მას ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი უწოდა.

"მე და რონალდუს ერთმანეთთან პრობლემები არასოდეს გვქონია. არც მოედანზე და არც გასახდელში. ის უბრალოდ ემოციური ადამიანია და ზოგჯერ ყველაფერს ზედმეტად ემოციურად გამოხატავს. პორტუგალიელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს და ეს ჩემში მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემის გრძნობას იწვევს. ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ყველა სხვა ვერსია, მხოლოდ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია" - განაცხადა გარეტ ბეილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები