საკიმ
Aa
Aa

საკიმ "რეალის" ფეხბურთელები გააკრიტიკა

"მილანის" ლეგენდარული მწვრთნელი, არიგო საკი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების კრიტიკას განაგრძობს. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ "სამეფო კლუბის" ვარსკვლავები მოედანზე ეგოიზმით გამოირჩევიან და გუნდურ ინტერესებს ინდივიდუალურზე უკან აყენებენ.

"მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თამაშობენ ვარსკვლავები, რომლებიც გუნდურ ინტერესებს ყოველთვის წინა პლანზე არ აყენებენ. მათი მიზანი ხშირად უფრო ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებაა, რისი მაგალითებიც ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად გვაქვს" - განაცხადა არიგო საკიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, საკიმ ასევე განაცხადა, რომ გუნდური ფეხბურთის თამაშის შემთხვევაში, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში "რეალი" "ატლეტიკოს" უპრობლემოდ დაამარცხებს. თუმცა მადრიდელთა ვარსკვლავები ამას ხშირად არ აკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები