ზლატანი
Aa
Aa

ზლატანი "მანჩესტერისგან" წარმოუდგენელ ხელფასს ითხოვს!

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას "The Guardian" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ, მანჩესტერულ კლუბს შეატყობინა, რომ იბრაჰიმოვიჩის ხელფასი კვირაში მინიმუმ 290 000 გირვანქა სტერლინგს უნდა შეადგენდეს. რთული სათქმელია, რამდენად მისაღები იქნება "მანკუნიანელთათვის" აღნიშნული წინადადება, თუმცა ჟოზე მოურინიოს(რომელიც "მანჩესტერს" უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს) შვედი ფორვარდის საკუთარ გუნდში ხილვა სურს და დიდი ალბათობით, ინგლისური მხარე ზლატანის მოთხოვნას დათანხმდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები