„მანჩესტერ სიტი“ შეიძლება დროებით პატრიკ ვიეირამ ჩაიბაროს
Aa
Aa

„მანჩესტერ სიტი“ შეიძლება დროებით პატრიკ ვიეირამ ჩაიბაროს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა, გუნდის მთავარი მწვრთნელის მანუელ პელეგრინის ვადამდე ადრე განთავისუფლებას განიხილავს. როგორც „Daily Mail“ იტყობინება, ამის მიზეზი 32-ე ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განცდილი მარცხი გახდა. საერთოდაც, უკანასკნელ 4 ტურში „ქალაქელებმა“ მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლეს და გუნდს უკვე „ჩემპიონთა ლიგის“ საგზურის დაკარგვაც ემუქრება. „სიტის“ რათქმაუნდა ჩემპიონობის შანსიც ფაქტიურად დაკარგული აქვს. ამ მომენტში პელეგრინის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ „ჩელსის“ 12 ქულით ჩამორჩება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დღეს „ლივერპულმა“ საკუთარი მატჩი მოიგო, ისინი მანჩესტერელებთან სხვაობას 4 ქულამდე შეამცირებენ და მე-4 ადგილისთვის ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შევა.

 

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პელეგრინის განთავისუფლების შემთხვევაში, გუნდს სეზონის ბოლომდე პატრიკ ვიეირა ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად „სიტის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები