ფეხბურთელები, რომლებიც
Aa
Aa

ფეხბურთელები, რომლებიც "ბაიერნს" დატოვებენ

გერმანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლო ანჩელოტი "ბაიერნიდან" რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს და მათ სახელებს და გვარებს უკვე ასაჯაროვებს.

ეს ფეხბურთელები სებასტიან როდე და მეჰდი ბენატია არიან, რომლებსაც მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, ახალი კლუბის მოძებნა მოუწევთ. მაროკოელ ცენტრალურ მცველს მსურველები არ აკლია. ყველაზე მეტად კი "მილანი" აქტიურობს. მართალია, მილანურ კლუბს კარგი დროება არ უდგას, თუმცა "ბაიერნში" მატს ჰუმელსის მოსვლის შემდეგ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბენატიას სათამაშო დრო ფაქტურად აღარ ექნება. აქედან გამომდინარე "როსონერის" მაროკოელი მცველის დამატების საკმაოდ კარგი შანსი ექნება. რაც შეეხება როდეს, მას შემოთავაზებები გერმანული კლუბებიდან აქვს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნთან" სებასტიან როდეს კონტრაქტი 2018, ხოლო მეჰდი ბენატიასი 2019 წლამდე არის გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები