Aa
Aa

"პსჟ" "ლესტერის" ლიდერის შეძენასთან ახლოსაა...

ფრანგული გამოცემის Le Parisian-ის ცნობით "პსჟ" "ლესტერის" საყრდენის ნ'გოლო კანტეს შესაძენად ინტენსიურად მუშაობს და თუ გამოცემას დავეყრდნობით საქმე საკმაოდ კარგადაც მიდის.

როგორც მოგეხსენებათ, კანტეს საკუთარ გუნდში ხილვა არსენ ვენგერს სურდა და ამ ფრონზე ლონდონელებიც აქტიურობდნენ, თუმცა მათ ფრანგებმა აჯობეს და დიდი ალბათობით, ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბის შეცვლას არ გამორიცხავდა, "პარკ დე პრენსზე" გადავა.

კანტეს გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც პარიზელთა ფულიანი შეიხებისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს...

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები