The Sun: მოურინიოს
Aa
Aa

The Sun: მოურინიოს "იუნაიტედში" გარი ნევილის მიყვანა სურს...

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული The Sun, რომლის მტკიცებითაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში გარი ნევილის მიყვანა სურს. 

მოგეხსენებათ, ნევილი ბოლოს "ვალენსიაში" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და ამ პოსტზე საყოველთაოდ უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.

ნევილი ფეხბურთელობისას "წითელი ეშმაკების" რიგებში 1992-2011 წლებში თამაშობდა და გუნდის მაისურით 400-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები