ვან გაალი
Aa
Aa

ვან გაალი "მანჩესტერისგან" კომპენსაციას მიიღებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 6.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას "The Telegraph"-ი ავრცელებს. ამას გარდა ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისის თასზე გამარჯვებისთვის 515 000 გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბის ჰოლანდიელ მთავარ მწვრთნელსა და მის ასისტენტს კონტრაქტი გაუწყვიტა და დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ვან გაალის ადგილას კი, მუშაობას პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები