სუარესი
Aa
Aa

სუარესი "კოპა ამერიკას" გამოტოვებს?

ურუგვაის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "სამეფო თასის" ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო და ამის გამო შესაძლოა, "კოპა ამერიკის" გამოტოვება მოუწიოს.

მატჩის 57-ე წუთზე ურუგვაელმა მოედანი გაჭირვებით დატოვა და მის მაგივრად თამაშში რაფინია ალკანტარა ჩაერთო. სათადარიგოთა სკამზე კი, ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებდა, რაც შესაძლოა დაზიანების სერიოზულობაზე მიუთითებდეს.

როგორც ესპანური გამოცემა "AS" იუწყება, რამდენიმე საათში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა "ელ პისტოლერო" "კოპა ამერიკაზე" თამაშს.

"სამწუხაროდ, სუარესმა ტრავმა მიიღო. ჩვენ მისი მდგომარეობის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გვექნება, როდესაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვიმედონებ სუარესის დაზიანება სერიოზული არ არის" - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ "კოპა ამერიკა" სტარტს 4 ივნისს აიღებს. ურუგვაის ნაკრები კი, პირველ შეხვედრას 6 ივნისს, მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები