Tuttosport :
Aa
Aa

Tuttosport : "იუვემ" "ბარსას" 90 მილიონზე უარი უთხრა...

ტურინული სპორტული გამოცემის, Tuttosport-ის ინფორმაციით, "იუვენტუსმა" პაულო დიბალას სანაცვლოდ შემოთავაზებულ 90 მილიონ ევროზე, თვით კატალონიის "ბარსელონას" უთხრა უარი.

ამით კი ტურინელთა ბოსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ დიბალა არ იყიდება და იგი "იუვენტუს სთედიუმზე" დარჩება. 

22 წლის არგენტინელმა "ბებერი ქალბატონის" მაისურით სადებიუტო სეზონში სერია A-ს 34 მატჩში 19 გოლი შეაგდო.

მისდამი ინტერესს "ბაიერნი", "რეალი", "სიტი", "მანჩესტერი" და "პსჟ" იჩენენ. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები