ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი "როლან გაროსის" ძირითად ბადეშია!

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის გავლით "როლან გაროსის" ძირითად ბადეში გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის სამივე წრეში ბასილაშვილმა მეტოქეები 3 სეტში დაამარცხა, პირველ რაუნდში ფრანგი ტრისტან ლამაზინი, მეორეში გამოცდილი ესპანელი დანიელ ხიმენო ტრავერი.

რამდენიმე წუთის წინ კი მისი მსხვერპლი ამერიკელი ჯარედ დონალდსონი გახდა - 4:6 7:5 6:2. 

ძირითად ბადეში ნიკოლოზის მეტოქე ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები