ზიდანს საკუთარ გუნდში
Aa
Aa

ზიდანს საკუთარ გუნდში "სევილიას" ერთ-ერთი ლიდერის ხილვა სურს

"OK Diario"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" თავკაცს, ზინედინ ზიდანს საკუთარი გუნდის რიგებში "სევილიას" თავდამსხმელის, კევინ გამეიროს ხილვა სურს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ფრანგი სპეციალისტი მზად არის, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს, ფეხბურთელის შეძენის თაობაზე თხოვნით მიმართოს. ზიდანის აზრით, "რეალს" კონკრეტულად მეტოქის საჯარიმოში მოქმედი ცენტრფორვარდი არ ყავს, ხოლო გამეირო "სამეფო გუნდის" შეტევას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

როგორც ადრე იწერებოდა, კევინ გამეიროს შეძენით, კატალონიის "ბარსელონაც" იყო დაინტერესებული, თუმცა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელებს, "სევილიასთვის" კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ. ახლა კი, დიდი ალბათობით, საქმეში მადრიდის "რეალიც" ჩაერთვება და როგორც ჩანს, გამეიროზე მიმდინარე ზაფხულს სერიოზული მოთხოვნა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები