მანჩინი ოცნებებს არ ეშვება
Aa
Aa

მანჩინი ოცნებებს არ ეშვება

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერმა" იტალიის ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში "ევროპა ლიგის" ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. "ნერიაძურის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ საკუთარი გუნდის მიერ ჩატარებული სეზონი შეაფასა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას არც თუ ისე ცუდი უწოდა.

"სეზონის სტარტი საკმაოდ კარგი გამოგვივიდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, ძნელია გუნდს ყოველთვის აწყობილი საათივით მუშაობა მოსთხოვო, როდესაც ზაფხულში შემადგენლობა თითქმის 90 პროცენტით შეიცვალა. სეზონის შუაში პრობლემებმა იჩინეს თავი და ეს სრულიად ლოგიკურია. იყო თამაშები, რომლებშიც გაცილებით მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო, ვიდრე ეს რეალურად შევძელით.

მიუხედავად ყველაფრისა, გასული სეზონით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონში "სკუდეტოს" მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები ვიქნებით" - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები